სარატოვში 29 ათასი ქართული პროპილის სპირტი ამოიღეს

რუსეთში, სარატოვში, მებაჟეებმა დააკავეს მანქანა, რომელიც ყალბი დოკუმენტებით საქართველოდან 29 ათასი პროპილის სპირტის შეტანას ცდილობდა – რუსული მედია წერს. ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, გამყალბებლები კონტრაბანდული არაყის დამზადებას აპირებდნენ “მაგრამ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმის განხორციელება”.
“მსგავსი მეთოდით დამზადებულმა ალკოჰოლმა, შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანოს, მათ შორის, მძიმედ მოწამლოს” – ნათქვამია სარატოვის საბაჟო სამსახურის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისომხეთი საქართველოდან რუსეთში ბირთვული საწვავის გატანის შესაძლებლობას განიხილავს
შემდეგი სტატიააფხაზეთში რუსებმა სამხედროების რაოდენობა 30%-ით გაზარდეს