ელისო კილაძე სამშაბათს სკანდალურ ჩანაწერს გამოაქვეყნებს, რომელსაც 3 წელი ინახავს

„გინდოდათ ომი? – მიიღებთ! გამოწვევა მიღებულია!!!! თქვენთან მორალზე ლაპარაკი აღარ შეიძლება!!!!“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც აანონსებს, რომ სამშაბათს, „ქრონიკა+“-ში გამოაქვყენებს ჩანაწერს, რომელსაც სამი წელი ინახავს.
„რაკი სავარაუდოდ,მაღალი ალბათობით ვიცი სად დაიბლოკა ნანა კაკაბაძის განცხადება შს სამინისტროს შესახებ და რომელ სააგენტოში დადიოდა ის ამ ამბის გასარკვევად,სამშაბათს გამოვაქვეყნებ აუდიო ჩანაწერს,რომელსაც სამი წელია ვინახავ : საუბარი ჩაწერილია ნუგზარ ფოფხაძის სახლში . მოქმედი პირები :გიორგი მამაცაშვილი,ლაშა ამირეჯიბი,ნუგზარ ფოფხაძე.(თემა გიორგი ფარესიშვილის ფირი)“, – წერს ელისო კილაძე.
აქვე, შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა „პრიორიტეტში“ დებატები გაიმართა ე.წ. „ფარული კადრების“ თემაზე. ერთმანეთს ელისო კილაძე და ამ საქმეზე დაპატიმრებული და სასამართლოს მიერ გათავისუფლებული გელა ღურწკაია დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაში(video) ვინ არის ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და ვინ მიაწოდა მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები?!
შემდეგი სტატიააფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს