აფხაზეთში მსხვილფეხა პირუტყვის დერმატიტით დაავადების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში, კერძოდ სოხუმის რაიონის სოფლებში, დაფიქსირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადება განსაკუთრებით საშიში ვირუსით – ნოდულარული დერმატიტით.
ამის შესახებ აფხაზურ მედიას განუცხადა ადგილობრივი ვეტერინალური სამსახურის უფროსმა რომან ჯოპუამ.
მისი თქმით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება და თუ სასწრაფო ზომები არ იქნა მიღებული, მასობრივ ხასიათს მიიღებს.
ამ დაავადების დროს საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემები. დაავადებული ცხოველი მკვეთრად იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას და იღუპება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა
შემდეგი სტატიაგუდაუთის სამხედრო ბაზის ტანკისტები მაიკოპის პოლიგონზე წვრთნებს გაივლიან