გუდაუთის სამხედრო ბაზის ტანკისტები მაიკოპის პოლიგონზე წვრთნებს გაივლიან

აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის ტანკისტებმა დაიწყეს “ჩქაროსნული სროლის” ათვისება ახლად მიღებული “Т-72Б3”-ის ტიპის ტანკებიდან. ამის შესახებ იუწყება “tvzvezda.ru”. ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის მაიკოპის პოლიგონზე სამხედროები შესაბამის კომპლექსურ მეცადინეობებს გაივლიან. ტანკისტთა “ველზე გასვლა” ტაქტიკური სამხედრო წვრთნებით დასრულდება.
საერთო ჯამში, მასში მონაწილეობას მიიღენს 100 ტანკისტი და 30 “Т-72Б3” ტიპის ტანკი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში მსხვილფეხა პირუტყვის დერმატიტით დაავადების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატია მაჰმუდ აბასი: იერუსალიმი პალესტინის სამარადისო დედაქალაქია…