აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

ბოლო წუთებში აშშ-დან მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა…

,,მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ დადგა დრო, ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად,, ნათქვამია თეთრ სახლში ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

,,ბევრი პრეზიდენტი ამბობდა ამ თემაზე, რომ მათ ამ მხრივ რაღაცის გაკეთება სურდათ… მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. მათ ალბათ ვაჟკაცობა არ ეყოთ… ან უბრალოდ გადაიფიქრეს,, აცხადებს დონალდ ტრამპი.

მიუხედავად პარტნიორი ქვეყნებისა და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ გაკეთებული გაფრთხილებისა და შემაშფოთებელ პროგნოზებისა ამ თემაზე,  სამი უდიდესი რელიგიის წმინდა ქალაქად ცნობილი და სპეციალური სტატუსის მქონე იერუსალიმი, რომელიც დღემდე პალესტინა-ისრაელის სადაო ქალაქად რჩება, აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციულ ბიუროში მაღალი რანგის ჩინოვნიკებს უჩივის
შემდეგი სტატიააფხაზეთში მსხვილფეხა პირუტყვის დერმატიტით დაავადების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა