აფხაზეთში ჯარისკაცებმა წვრთნები გაიარეს

 

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის წვრთნებზე 500-ზე მეტმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა. სწავლებების თემა მნიშვნელოვან ობიექტებზე საავიაციო თავდასხმის მოგერიება იყო. მასში ჩართული იყო 60 ერთეული სამხედრო ტექნიკა – “კავკაზსკი უზელი” წერს. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები განთავსებული იყო ბაზებზე “გუდაუთა”, “ცაბალი” და “ნაგვალოუ”.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის წვრთნებშ, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყო, ჩართული იყვნენ, ასევე, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო პირები, ასევე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან ციტრუსების გატანაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა გარკვეული პირობით
შემდეგი სტატიაინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ დადებული ხელშეკრულების კანონიერებას შეამოწმებს