აფხაზეთიდან ციტრუსების გატანაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა გარკვეული პირობით

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან ციტრუსებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების რუსეთში გატანაზე შეზღუდვა მოიხსნა, მაგრამ პირობით – “სპუტნიკ-აფხაზეთთან” კარანტინის სამსახურის ხელმძღვანელმა არკადი ჯინჯიამ განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუკი ხელჩანთა, რომელიც მოქალაქეს აფხაზეთიდან გადააქვს, აღემატება 5 კილოს, მან საზღვარზე უნდა წარადგინოს ცნობა, რომ ჩანთამ შემოწმება გაიარა. შესაბამისი ცნობის აღება, შესაძლებელია, როგორც საზღვარზე, ასევე, სხვადასხვა პუნქტებში. რაც შეეხება პროდუქტების დიდი რაოდენობით გატანას, რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა აკრძალვა, რომელიც 2018 წლის თებერვალში აზიური ფაროსანას გამო დააწესა, უკვე გააუქმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას საკუთარი განცხადებებით
შემდეგი სტატიააფხაზეთში ჯარისკაცებმა წვრთნები გაიარეს