ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ დადებული ხელშეკრულების კანონიერებას შეამოწმებს

 

ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის შესახებ კანონის ლეგიტიმურობას ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო 25 ოქტომბერს ადგილობრივი მაცხოვრებელებისა და პარლამენტის თხოვნით შეამოწმებს – ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გაავრცელა.
ხელშეკრულებას, რომელმაც ინგუშეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, 26 სექტემბერს რამზან კადიროვსა და იუნუს-ბეკ ევკუროვს შორის მოეწერა ხელი. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ინგუშეთთან საზღვრის დადგენის შესახებ კანონს ხელი 4 ოქტომბერს მოაწერა, კანონი ძალაში 16 ოქტომბერს შევიდა.
ჩრდილოეთკავკასიის ორმა მეზობელმა რესპუბლიკამ, რომლებიც, მინიმუმ ფორმალურად მაინც რუსეთის ნაწილი არიან, ტერიტორიები გაცვალეს. ახლა ინგუშეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტანტები ხელისუფლებისგან რეფერენდუმის ჩატარებას და გადადგომას ითხოვენ. ინგუშეთში დემონსტრაციები 26 სექტემბრიდან არ შეწყვეტილა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ჯარისკაცებმა წვრთნები გაიარეს
შემდეგი სტატიაTwitter-მა რუსული ბოტების აქტიურობაზე მონაცემები გამოაქვეყნა