აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე წვრთნები ზრდის დაძაბულობას და ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებას

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე წვრთნები ზრდის დაძაბულობას და ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებას, იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს წვრთნები ზრდის დაძაბულობას და ადგილზე არსებული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებას, იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმება და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“, – აღნიშნულია ელჩის წერილობით კომენტარში.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წუხილს გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტრომ მუშაობა სრულად განაახლა
შემდეგი სტატიაჩვენი ამოცანაა ყველა საერთაშორისო ფორმატში შევინარჩუნოთ ოკუპაციის თემა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი და უკანონო მოვლენა