ჩვენი ამოცანაა ყველა საერთაშორისო ფორმატში შევინარჩუნოთ ოკუპაციის თემა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი და უკანონო მოვლენა

ჩვენი საგარეო პოლიტიკური მთავარი ამოცანაა ყველა საერთაშორისო ფორმატში შევინარჩუნოთ ოკუპაციის თემა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი და უკანონო მოვლენა, – აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ არაღიარების პოლიტიკა. ამ თვალსაზრისით ევროსაბჭო ტრადიციულად არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც მინისტრთა კომიტეტი, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც. როგორც ასამბლეას, ასევე მინისტრთა კომიტეტსაც მიღებულ აქვს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, სადაც პირდაპირ არის დაგმობილი ოკუპაცია. პირდაპირ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ამ მუშაობაში უნდა გამოვიყენოთ ის საფუძველი, რომელიც შექმნა წინა წლების დოკუმენტებმა და წინა წლებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხზე, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგში 2 მაისს გამართულ სხდომაზე მხარდაჭერილი დოკუმენტი ადასტურებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე წვრთნები ზრდის დაძაბულობას და ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებას
შემდეგი სტატიათამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა სრულად აღდგა