თბილისის მეტრომ მუშაობა სრულად განაახლა

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა სრულად განაახლა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად განახლდა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურებოდა. მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დღეს, 10:15 საათზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა და გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე წვრთნები ზრდის დაძაბულობას და ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებას