აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა ასტამურ ტანიამ თანამდებობა დატოვა. დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ ტანიას განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

ასტამურ ტანიას გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

ტანია რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციას 2014 წლის 27 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.

ორი დღის წინ, 4 მაისს თანამდებობიდან აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ასტამურ აპბაც გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: თამარ ლალიაშვილის მიმართ გულში ბოღმა არ მაქვს
შემდეგი სტატიასასულიერო პირები ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს