აფხაზეთის დე-ფაქტო მოქალაქემ რუსული პასპორტი დემონსტრაციულად დაწვა

თურქეთში მყოფმა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე ბესლან ჭკადუამ რუსული პასპორტი დემონსტრაციულად დაწვა – შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით აფხაზეთში რუსეთის საელჩომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ჭკადუას ქმედებას “საკუთარი თავისადმი მტრულად განწყობილ” საქციელს უწოდებს, რომელიც “თვითონ მას, როგორც რუსეთის მოქალაქეს აყენებს შეურაცხყოფას”. რასაც, ჭკადუამ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ის შეურაცხყოფას არავის აყენებს.

 

 

 

https://youtu.be/97VGF9wuvfs

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეიმ ევროკავშირს “ბრექსიტის” 30 ივნისამდე გადავადება სთხოვა
შემდეგი სტატიავინ არის ერმილე, რომელსაც ემზარ კვიციანი ლაივის დროს უხმობს