ტერეზა მეიმ ევროკავშირს “ბრექსიტის” 30 ივნისამდე გადავადება სთხოვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც ის “ბრექსიტის” 30 ივნისამდე გადატანას ითხოვს. “როგორც პრემიერ-მინისტრი მზად არ ვარ “ბრექსიტი” 30 ივნისზე მეტი ხნით გადავდო” – მეიმ პარლამენტში გამოსვლისას თქვა. გარდა ამისა, მეის თქმით, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის გადადება გაერთიანებიდან შეთანხმების გარეშე გასვლასაც არ გამორიცხავს.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების საკუთარ ვერსიას წარუდგენს პარალმენტს.
ტერეზა მეის გამოსვლიდან მოკლე დროში ეროვნული ვალურის კურსი ერთი პროცენტით დაეცა – “ბიბისი” წერს.

ევროპაში მეის წინადადებაზე არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, “ბრექისტი” 2019 წლის 29 მარტს უნდა დაწყებულიყო.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთი: ტოკაევი – ახალი პრეზიდენტია, ნაზარბაევის ქალიშვილი სენატის სპიკერი
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო მოქალაქემ რუსული პასპორტი დემონსტრაციულად დაწვა