აფხაზები რუსეთიდან საჭირო დენს ვერ მიიღებენ

წლის ბოლომდე აფხაზეთს არ ექნება საკმარისი ენერგომომარაგება რუსეთიდან, იუწყება რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანზე დაყრდნობით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 280 მილიონი კვტ/სთ ნაკადის მიღება რუსულ მხარესთან შეთანხმებულია.
ამასთან, 2022 წლის ბოლომდე რესპუბლიკის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფისთვის საჭიროა 340 მლნ კვტ/სთ.
ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთიდან აფხაზეთში 22 ნოემბერს დაიწყო აჩგუარის საჰაერო ხაზზე არსებული პრობლემების გამო,- იუწყება ტელეგრამის არხი Radiotochka NSN.

banner
წინა სტატიაშიყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიააფხაზი გენერალი: საქართველო ომისთვის ემზადება