,,აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს”-დღეს აფხაზური ენის დღეა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ის საქართველოს მოქალაქეებს აფხაზური ენის დღეს ულოცავს. განცხადებაში ნათქვამია,რომ აფხაზეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის,ასევე აფხაზურის. “თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით დღეს აფხაზური ენის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა. ქართულთან ერთად აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ ზადმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის. ამას ადასტურებს აფხაზური ენისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გზაზე, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. სწორედ საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტში და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. აფხაზურ ფოლკლორულ მემკვიდრეობას ჩვენში უდიდესი პატივით ექცევიან. აქ აღზრდილ ბავშვებს არაერთხელ გამოუჩენიათ თავი აფხაზური ცეკვებისა და სიმღერების შესრულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვეფხისტაოსანი“ ხშირად იკითხება აფხაზურ ენაზე, რასაც ჩვენი სამომავლო ერთიანობის სიმბოლოდ მივიჩნევთ.დღევანდელ დღეს კი ყველანი შევიკრიბებით დიმიტრი გულიას ძეგლთან, სადაც კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ აფხაზური სახელმწიფოენისა და მისი დაცვის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვარ, აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიანდა ძლიერ ქვეყანაში.”-ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშივაჭრების აშენებული ქვეყანა ჯერ არავის უნახავს-რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
შემდეგი სტატიაისრაელმა ღაზას სექტორი 80-ჯერ დაბომბა