ისრაელმა ღაზას სექტორი 80-ჯერ დაბომბა

ისრაელის ავიაციამ გუშინ ღამით ღაზას სექტორში 80-ზე მეტ მიზანს დაარტყა, მათ შორის, ისლამისტური მოძრაობა “ჰამასის” ბაზას – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბოევიკებმა საკუთარი ბაზა სპეციალურად განათავსეს საავადმყოფოს, მეჩეთსა და სკოლას შორის.
დღეს კი, ისრაელის გამანადგურებლებმა ღაზას “ტერორისტული ობიექტები” დაბომბეს. შეტევა ჰამასის სარაკეტო თავდასხმის პასუხად განხორციელდა, რომელიც მათ უკანასკნელი 12 საათის მანძილზე განახორციელეს.

“ჰამასმა” ისრაელზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც ღაზას სექტორის საზღვართან ებრაელმა ჯარისკაცებმა ოთხი პალესტინელი მოკლეს. გერმანული მედიის ინფორმაციით,”ჰამასმა” და სხვა პალესტინურმა დაჯგუფებებმა საომარი მზაობა გამოაცხადეს
რამდენიმე ხნის წინ ისრაელი-ღაზას სექტორის საზღვარზე ისევ დაიწყო მასობრივი პროტესტი, სადაც დაახლოებით 16 ათასი პალესტინელი მონაწილეობდა, ისინი ისრაელის მხარეს ქვებს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ისროდნენ.
მარტის ბოლოდან საზღვარზე ებრაელმა ჯარისკაცებმა 200-მდე პალესტინელი დახოცეს.

banner
წინა სტატიაში,,აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს”-დღეს აფხაზური ენის დღეა
შემდეგი სტატიახელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი აიქციონზე გაიყიდა