აპენდიციტის მკურნალობა ანტიბიოტიკებით შესაძლებელია

ას წელზე მეტია ითვლება, რომ აპენდიციტის სამკურნალოდ, რომელსაც “ბრმა ნაწლავსაც” ეძახან, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ის, შესაძლებელია, ანტიბიოტიკებით განიკურნოს და ოპერაცია სულაც არ არის აუცილებელი – სენსაციური განცხადებით ტურკუს უნივერსიტეტის მეცნიერები გამოვიდნენ. ადრე ჩატარებული ექსპერიმენტები მიუთითებდნენ აპენდიციტის შესაძლო განკურნებაზე, თუმცა, დღემდე მსგავს რეკომენდაციებს თავს არიდებდნენ, რადგანაც ეგონათ, რომ ის სამომავლოდ ოპერაციას გაართულებდა. ექიმები ვერ რიცხავდნენ იმას, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ანთების მწვავე ფორმას ხსნიდნენ, ოპერაცია კი მოგვიანებით მაინც აუცილებელი იყო.

მასშტაბური ექსპერიმენტის მსვლელობისას ფინელი მეცნიერები ხუთი წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 18-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომელთაც აპენციდიტის ანტიბიოტიკებით მკურნალობა შესთავაზეს. სამი წლის მანძილზე მათ წამალს საავადმყოფოში, კუნთქვეშ უკეთებდნენ, შემდეგ კი პაციენტები ანტიბიოტიკებს სახლში იღებდნენ ტაბლეტების სახით. შედეგად, პაციენტების ორი მესამედი ოპერაციას გადაურჩა, მათ კი, ვისაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, გართულებების გარეშე გადაიტანეს ოპერაცია.
ანუ, აპენდიციტის დროს, პირველ რიგში საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ეს პაციენტის მდგომარეობას არ გაართულებს და დიდი ალბათობით მას ქირურგიული ჩარევისგან იხსნის – ექიმები ამბობენ – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიინდონეზიაში ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
შემდეგი სტატიაელონ მასკმა კომისიასთან შეთანხმება გააფორმა