ელონ მასკმა კომისიასთან შეთანხმება გააფორმა

ელონ მასკმა, რომელსაც ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) თაღლითობაში დასდო ბრალი, სადამკვირვებლო ორგანოსთან სასამართლომდელი შეთანხმება გააფორმა. ის დათანხმდა 20 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდას. გარდა ამისა, მასკი Tesla-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს სამი წლით დატოვებს, თუმცა, შეინარჩუნებს გენერალური დირექტორის ადგილს. ასევე, ის ვალდებულია საკუთარი ბრალი აღიაროს.
SEC-ი მასკს ბრალს თაღლითობაში სდებდა – ამის მიზეზი “ტვიტერში” გამოქვეყნებული განცხადება გახდა, სადაც მან დაწერა, რომ მას Tesla-ს ბირჟიდან გაყვანა და კერძო კომპანიად გადაკეთება სურს. ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა.
New York Times-ის ინფორმაციით, მასკის ტვიტის შემდეგ Tesla-ს დირექტორთა საბჭო გაურკვევლობაში აღმოჩნდა, რადგანაც მასკს საკუთარი გეგმის შესახებ მათთვის არაფერი უთქვამს, რაც კანონით ევალებოდა. გარდა ამისა, მასკს რამდენიმე აქციონერმა სასამართლოში უჩივლა.

banner
წინა სტატიაშიაპენდიციტის მკურნალობა ანტიბიოტიკებით შესაძლებელია
შემდეგი სტატიამერკელმა ტრამპი გააფრთხილა გაეროს თავს არ დაესხას