ანტონიო გუტიერეში მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ნებისმიერი სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების გაყვნისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურების დაზიანებას შესაძლოა გლობალურად კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

“ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ნებისმიერ პოტენციურ ზიანს ზაპოროჟიესა და ყველა სხვა ატომურ დაწესებულებასთან უკრაინაში, შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ახლომახლო ადგილებში, არამედ მთელი რეგიონისა და მის გარეთაც. ეს ყოვლად მიუღებელია”. – თქვა გუტიერეშმა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის რეგიონში ფართომასშტაბიანი განგაშის დროს ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიასოსო გოგაშვილის მეუღლე – მივმართავ იუსტიციის და შს მინისტრებს, სუს-ის უფროსს და პრემიერს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს რაიმე ზიანს მიაყენებენ, პასუხისმგებლობას პირადად მათ ვაკისრებ