ანრი ოხანაშვილი: ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი facebook გვერდზე საზოგადოებას მიმართავს:

„პოლიტიკურად ჯანსაღი ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვფიქრობ, ნიშნავს: არგუმენტებით მწვავე კრიტიკას, უკეთეს ალტერნატიულ წინადადებებს, სიტუაციიდან უკეთეს გამოსავალს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ასეთ ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა.

ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, როდესაც: ქვეყნის განვითარება, თუ ეს თვითონ არ/ვერ შეძლეს და აღარც აქვთ ამის რესურსი, ვერ იტანენ არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყნის წარმატებას. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა, „ქართული ოცნების“ მთელი ჩვენი გუნდი ჩვენ საზოგადოებასთან ერთად თავგანწირვით იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა/სიცოცხლე და არსებული წარმატება ყველას გვახარებს, ეს ოპოზიციური ჯგუფები ავრცელებენ დეზინფორმაციას! მაშინ, როდესაც ექიმები მაღალი პროფესიონალიზმით აკეთებენ თავის საქმეს, ეს ჯგუფები აქილიკებენ მათ, თუ რატომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ახორციელებს უზარმაზარ ქველმოქმედებას ჩვენი ხალხისთვის, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ასეთი თანხა არ ჩარიცხულა. ბევრი “მაშინ როდესაც” შეიძლება დაიწეროს და ამას საზოგადოება კარგად ხედავს!

სამწუხარდ, ეს ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებენ პრინციპით: თუ თვითონ არ მართავენ, ქვეყნის წარმატებაც კი შურთ!

მადლობა ჩვენს საზოგადოებას ნდობისთვის! ერთად ბევრს შევძლებთ!“

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 604 შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ათენიდან დაბრუნდებიან