საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ათენიდან დაბრუნდებიან

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ათენიდან დაბრუნდებიან. მათ სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც “კოვიდ 19”-ის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.

“ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორის განცხადებით, რეისს საქართველოდან 4 მგზავრი მიჰყვება.

“ათენის მიმართულებით მიფრინავს 4 მგზავრი, ათენიდან თბილისში კი გაყიდულია 94 ბილეთი. მგზავრები გაივლიან შემოწმებას და ამის შემდეგ გადანაწილდებიან სხვადასხვა საკარანტინო ზონებში,”- განაცხადა რომან ბოკერიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მთავრობა აგრძელებს უცხოეთში მყოფი ქართველების სამშობლოში დაბრუნებას.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი: ოპონირებას საფუძვლად უნდა ედოს საზოგადოებასა და ქვეყანაზე ზრუნვა
შემდეგი სტატიამთავრობის მორიგი ბაქი-ბუქი – ”დარიალიჰესის” აქციების 30 პროცენტი იაპონურმა კომპანიამ შეიძინა