ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით: ნებისმიერი პირის დამნაშავეობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს

„ნებისმიერი პირის დამნაშავეობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას და ბოლოს უნდა დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს“, – განაცხადა ანრი ოხნაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს ბრალი მიუძღვის, ეს დადასტურებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ მან ან მათ განახორციელეს სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედება, რაც უდრის სახელმწიფოს ღალატს.

„თუ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელ ვერდიქტი, ამას სასამართლო შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გააკეთებს. ჩვენი გუნდი არავის უდანაშაულობის პრეზუმციას არ არღვევს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

banner
წინა სტატიაშილევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიამეუფე გიორგი: ხელისუფლება, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდეს გარეჯს