მეუფე გიორგი: ხელისუფლება, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდეს გარეჯს

კარტოგრაფების სკანდალური საქმე – ხელისუფლებას ამჯერად მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირი მეუფე გიორგი აკრიტიკებს.

სასულიერო პირი ამბობს, რომ გამოძიების წარმართვა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავების გარეშეც შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ მეუფე გიორგი თვლის, რომ საქმე პოლიტიზირებულია და ხელისუფლებას, შესაძლოა, გარეჯთან დაკავშირებით ვიწრო პარტიული მიზნები ამოქმედებდეს.

საარჩევნოდ გარეჯის საკითხის წამოწევა, იმ დროს მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ასეთი ვითარებაა, შესაძლოა ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდეს. არასახელმნიფოებრივი მიდგომა, რომ ჰქონდათ წინა ხელისუფლებასაც და თუნდაც, დღევანდელ ხელისუფლებასაც, ამ რვა წლის განმავლობაში, გარეჯთან მიმართებაში ეს ცალსახაა და ეს ასე არის, მაგრამ დღეს, რაც შეეხება გამოძიებას, ჩემი აზრი არის, რომ ალბათ, ამ პიროვნებების, ასე რომ არ გამძაფრებულიყო ეს საკითხი, პატიმრობის გარეშეც შეიძლებოდა გამოძიების წამართვა, ესე ვფიქრობ,-ამბობს მეუფე. შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლება ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდეს დავით გარეჯის საკითხს, – ამბობს მეუფე გიორგი.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით: ნებისმიერი პირის დამნაშავეობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს
შემდეგი სტატიარა წესების დაცვა მოუწევს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს?