ანკარაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

12“ანკარაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30 გახდა”-ამის შესახებ თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა.
კურტულმუშის თქმით, დაჭრილია 61 ადამიანი.
თურქეთის მთავრობის წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებლებით სავსე ავტომობილი აფეთქდა.
“როიტერის” ცნობით, აფეთქდა სამხედროების საერთო საცხოვრებელი. NTV-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა იქვე სამხედროებით მდგარ მანქანასთან, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იდგა.

თურქეთის ტრაგიკული მოვლენების გამო პრეზიდენტმა ერდორანმა აზერბაიჯანში ვიზიტი გადადო.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის ომარ ცელიკის მიერ “ტვიტერში” დადებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება თავდაცვის სამინისტროსთან მოხდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ბრიუსელში ვიზიტი გადადო – იტყობინება პოლიტიკოსის ოფისი.

banner
წინა სტატიაში(Foto)ანკარაში გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატია(ვიდეო)სათვალთვალო კამერამ ანკარას ტერაქტი დააფიქსირა