ანკარამ ბრიუსელის მიერ მოლაპარაკებების შესაძლო გაყინვაზე კომენტარი გააკეთა

ევროპარლამენტის შესაძლო გადაწყვეტილებას თურქეთის ევროკავშირში შესვლის შესახებ საკითხის გაყინვაზე, თურქეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს – Reuters-ის ინფორმაციით დღეს თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა.

“დიდი ხნის მანძილზე ჩვენ არა ერთხელ ვაგრძნობინეთ, რომ ჩვენთვის ევროპული ფასეულობები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის, თუმცა, ჩვენ კონკრეტული მხარდაჭერა დასავლელი მეგობრებისგან არ გვქონია. მათ მიერ მოცემული არც ერთი დაპირება არ შესრულებულა” – თქვა ერდოღანმა.

ხვალ, 24 ნოემბერს ევროპარლამენტში ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შესაძლო შეჩერებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ანკარამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 1987 წელს შეიტანა. მრავალი რეფორმის გატარებიდან 12 წლის შემდეგ, მან კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები კი 2005 წლიდან მიდის.

banner
წინა სტატიაშივარდების რევოლუციის წლისთავზე, მინდა მივმართო პარტიას, რომელსაც უკავშირდება საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა