ანი მიროტაძე აუქციონის შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე შესაბამის უწყებებს მიმართავს და აუქციონის შეჩერების ინიციატივით გამოდის.
საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უკვე შესყიდული 4 ჰექტარისა და შესაძლო 29 ჰექტარის ყიდვის საკითხს.

“მერიისგან უფრო მეტი არგუმენტი არის საჭირო, დამაჯერებელი არგუმენტი, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო ტერიტორიების გადაცვლა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არ იქნება, იქნებ, შეჩერდეს აუქციონი“- განაცხადა მიროტაძემ.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა
შემდეგი სტატია“რომ მქონდეს შესაძლებლობა, ბოტანიკური ბაღის გასხვისების აუქციონში მონაწილეობას მივიღებდი”