ახმეტის მუნიციპალიტეტში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატების მოთხოვნა თავმჯდომარის, გელა ჯუგაშვილის და მისი მოადგილის, თამაზ წითელაურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ჩავარდა. მიზეზი იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად საჭირო არასაკმარისი ხმები აღმოჩნდა. დღევანდელ სხდომას საკრებულოს 30-დან 25 დეპუტატი ესწრებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა 23-მა დეპუტატმა მიიღო. ჯუგაშვილის და წითელაურის თანამდებობიდან გათავისუფლებას კი მხარი მხოლოდ 10-მა დეპუტატმა დაუჭირა.
იმპიჩმენტის დასაწყებად საჭირო იყო საკრებულოს 16 დეპუტატის მხარდაჭერა.
ახმეტის საკრებულოს ათმა წევრმა თავმჯდომარეს და მის მოადგილეს უნდობლობა 28 აპრილს გამოუცხადეს. გელა ჯუგაშვილის და თამაზ წითელაურის იმპიჩმენტის მოთხოვნას ხელს ბურჯანაძე-დემოკრატების 5, ნაციონალური მოძრაობის 4 და ლეიბორისტული პარტიის 1 წევრი აწერს.

banner
წინა სტატიაშიობამამ ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაანი მიროტაძე აუქციონის შეჩერების ინიციატივით გამოდის