სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 167 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 73 პირი იმყოფება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით,რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 167 პირია თვითიზოლაციაში. შეზღუდვა კი ვადის ამოწურვის გამო მოეხსნა 899 მოქალაქეს.

საქართველოში კორონავირუსი 635 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 309 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 452. ინფექციას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში გამოკვლეული 20 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაზელენსკი: სააკაშვილმა საქართველოში კორუფციის დამარცხება შეძლო