ზელენსკი: სააკაშვილმა საქართველოში კორუფციის დამარცხება შეძლო

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მუშაობის შედეგს უახლოეს თვეებში ელის. განცხადება ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაკარპატიეს ოლქში ვიზიტის დროს გააკეთა.

პრიორიტეტულ სფეროებად უკრაინის ლიდერმა ბიზნესის დერეგულაცია და საბაჟო რეფორმა დაასახელა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საქართველოში კორუფციის დამარცხება შეძლო. რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ეს ზელენსკის უკვე მეორე განცხადებაა სააკაშვილის შესახებ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 167 პირი იმყოფება
შემდეგი სტატიასაქართველოში კრემლთან დაახლოებული ჰაკერული დაჯგუფება მოქმედებს – Daily Mail – ის სკანდალური გამოძიება