ანა მარგველაშვილი : „მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს, ის უდანაშაულოა“

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს წინაშე მოწმის სახით პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი წარსდგა. მისი განცხადებით მიხეილ თათარაშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს და იგი უდანაშაულოა:

“ვერაფრით ვერ დაამტკიცებენ მის ბრალდებას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა, რომელიც პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის საქმის განხილვაზე იმყოფებოდა.

თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ
შემდეგი სტატიაინდოეთში ქორწილი ტრაგედიით დასრულდა