მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2017 12:35

მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რჩეულიშვილის შვილმა, გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დღევანდელი სხდომა, დაცვის მხარის შუამდგომლობით გადადო. პროცესი 25 მაისს გაიმართება.

ამასთან, გუკა რჩეულიშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესების პარალელურად მიმდინარეობს საპროცესო გარიგებაზე მუშაობა, თუმცა „პირობებზე ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია“.

საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით კი, დაცვის მხარის მხრიდან მიმდინარეობს პროცესების გაჭიანურების მცდელობა. თუმცა, მისივე თქმით, საქმეს ბრალდება ბოლომდე მიიყვანს და ის დასრულდება ბრალდების გამარჯვებით.

რაც შეეხება საპროცესო გარიგებაზე დასმულ შეკითხვას, კოტრიკაძის თქმით, პროკურატურის პოზიციაა, რომ საპროცესო შეთანხმება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ცენტრ პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2017 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics