ინდოეთში ქორწილი ტრაგედიით დასრულდა

ინდოეთში ქორწილი ტრაგედიით დასრულდა. კედლის ჩამონგრევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი ინდოეთის დასავლეთში, რაჯასტხანის შტატში მოხდა, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ქორწილის დროს რაიონს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. სტუმრებმა თავის დასაცავად ფარდულს შეაფარეს თავი, რომელიც 4 მეტრის სიმაღლის კედელს ემიჯნებოდა. ძლიერი ქარის გამო კედელი ჩამოინგრა და ხალხი ქვეშ მოიყოლა.

ინდოეთში შენობების ჩამონგრევის ფაქტები ხშირია. პრობლემები განსაკურებით წვიმების სეზონის დროს იქმნება. ინდოეთის ქალაქებში სამუშაოს მაძიებელთა დიდი რაოდენობის და იაფი საცხოვრებლის სომცირის გამო ადამიანები უკანონოდ, ცუდი ხარისხის მასალებით და უსაფროხების ნორმების დაცვის გარეშე აშენებენ სახლებს, რის გამოც უბედური შემთხვევები ხშირია.

banner
წინა სტატიაშიანა მარგველაშვილი : „მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს, ის უდანაშაულოა“
შემდეგი სტატიამიხეილ თათარიშვილის მამა – არ მაქვს სასამართლოს იმედი