ანა დოლიძე – “ქართული ოცნების“ გემი სანაპირომდე ვერ მივა

“ქართული ოცნების“ გემი სანაპირომდე ვერ მივა – მომავალ არჩევნებამდე ის ორწლიან ციკლს ვერ დაასრულებს, რადგან ამის რესურსი არ აქვს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის შეფასებით, ხელისუფლების მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებიც თანამდებობაზე შემთხვევით მოხვდნენ. მისივე თქმით, “ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობისთვის ქვა ქვაზე არ დაუდია“.

“პარლამენტის თავმჯდომარე არის ადამიანი, რომელსაც პოლიტიკოსის ერთი მახასიათებელი არ აქვს, რომელსაც ზრდილობასთან ახლოს არ აქვს გავლილი და რომელსაც დასცინიან. ბოლო შანსია, ბიძინა ივანიშვილი მიხვდეს, რომ მას არ სჭირდება მონები, რადგან აღზევებული მონა ყველაზე საშიშია. რა დღეში არიან პორტირებული “ნაცები“ და აღზევებული მონები. ადამიანები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რომ თანამდებობაზე მოხვედრილიყვნენ, ფიქრობენ – გადავლაგდეთ უკვე თუ არ გადავლაგდეთ. ბიძინა ივანიშვილმა ამათგან განსხვავებით მართლა თვითონ შექმნა საკუთარი თავი“, – განაცხადა ანა დოლიძემ

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბებში ნაადრევი ზეიმი მალევე ჩაიშალა.
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარეობიდან მიდის და კანცლერის პოსტზე კენჭს არ იყრის