ანა ბუჩუკური – მმართველმა გუნდმა დაადასტურა, რომ გახარიას მიმართ კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებს, არამედ იყო ცილისწამება

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ, ყველამ ერთად ტელეეთერის მეშვეობით ვუყურეთ და მოვისმინეთ მმართველი პარტიის მხრიდან ამჟამინდელი ხელმძღვანელის უმძიმესი ბრალდებები როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით – ასევე რაც უფრო მძიმე და მთავარია – მოქმედი პოლიციელების და მოქმედი ჯარისკაცების მისამართით. ბატონი ირაკლის განცხადებით, თითქოს მზადდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რაში თანამონაწილეობაშიც პრაქტიკულად ბრალი დასდო – ვიმეორებ, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ასევე – ხაზს ვუსვამ – მოქმედ პოლიციელებს და მოქმედ ჯარისკაცებს. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოვითხოვეთ მყისიერად რეაგირების დაწყება – კერძოდ გამოძიების დაწყება და ამის გამო, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის ამჟამინდელი ლიდერშიფი იძულებული გახდა უკან დაეხია, შეეცვალა რიტორიკა და გუშინ მაგალითად მოვისმინეთ, რომ თითქოს ბატონი ირაკლის მიერ ტელეეთერში გასული განცხადებები იყო არა ბრალდებები, არამედ იყო თურმე პოლიტიკური განცხადებები. Ნუ, ცოტა კომიკურია, მაგრამ ფაქტობრივად მმართველმა გუნდმა – ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ბატონი კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, არამედ იყო – ძალიან აკადემიურად რომ ვთქვათ – ცილისწამება.

გუშინ ჩვენმა გუნდმა ოფიციალურად წერილობითი განცხადებით მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას – უკვე წერილობით მოვითხოვეთ მყისიერად გამოძიების დაწყება ამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ძალიან მძიმე ბრალდებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული დღე დაგვიანებული და პასუხგაუცემელი, აზიანებს ჩვენს პოლიციას და აზიანებს ჩვენს ჯარს. Ეს ერთი საკითხი.

მეორე საკითხი – ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია დეპუტატებსაც და საზოგადოებასაც. ჩვენ გუნდში გაწევრიანების მსურველთა და ჩვენი გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის პარალელურად და პირდაპირპროპორციულად იზრდება ხარისხი მმართველი პარტიის მიერ რეგიონებში მხარდამჭერთა ზეწოლისა. ძალიან ვწუხვარ გულწრფელად, რომ დღითიდღე ემსგავსება დღევანდელი მმართველი პარტია წინამორბედს. ვწუხვარ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს მეთოდები კარგის მომტანი არავისთვის არ არის.” – ანა ბუჩუკური

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება