თამარ გაბუნია – დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუანიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში ხანდაზმული ჯგუფების აქტიურად ჩასართავად სახელმწიფომ ბინაზე აცრის პროგრამა დაიწყო. მისივე განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით მოქალაქეები უკვე დაუკავშირდნენ.

“დღეს გარკვეულწილად არის მეტი აქტიურობა ახალგაზრდებში, ესენციურ ჯგუფებში და არა ხანდაზმულებში. ხანდაზმულებში ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული აქტივობები ხანდაზმულთა თავშესაფრებში და ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებში, აქ ვაქცინაცია აქტიურია და თითქმის სრული მოცვა არის მიღწეული ზოგიერთ დაწესებულებაში. ასევე, დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება. სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაციის პროგრამა”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკალაძე – ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ გახარია მოღალატეა
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური – მმართველმა გუნდმა დაადასტურა, რომ გახარიას მიმართ კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებს, არამედ იყო ცილისწამება