გამყრელიძე – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება.

მისი თქმით, დედაქალაქის მაგალითზე მიმდინარეობს მოლაპარაკება “ექსპო ჯორჯიასთან“, სპორტულ დაწესებულებებთან, მოლებთან ფართების გამოყენებაზე, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ასევე, ცოცხალი რიგით, ვირტუალური კაბინეტებით.

“ქვეყნის 4 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო” ,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური – მმართველმა გუნდმა დაადასტურა, რომ გახარიას მიმართ კობახიძის განცხადებები ეფუძნებოდა არა ფაქტებს, არამედ იყო ცილისწამება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები აღარ დადასტურებულა