“ამოგლეჯილ პასაჟებს, რომელიც ვრცელდება პერიოდულად, აქ ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს” – მამუკა ხაზარაძე

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე , პროკურატურისვის მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს. პრესკონფერენციის ფარგლებში დასმული კითხვა,პროკურატურის იმ განცხადებას ეხებოდა, რომლის თანახმადაც მამუკა ხაზარაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია იყო თუ არა „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი ემისგან“ ნასესხები თანხა მისივე ბანკიდან გატანილი სესხი

მამუკა ხაზარაძის თქმით, აღნიშნული საქმე უკვე შეისწავლეს საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა და კანონდარღვევა არ იქნა აღმოჩენილი. კითხვების შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე სპეციალისტებს საქმის თავიდან შესწავლას სთავაზობს.

„საქმე ეხება 2007-2008 წლის ტრანზაქციებს, ამას ჭირდება სპეციალისტები, ნებისმიერ ასე ამოგლეჯილ პასაჟებს, რომელიც ვრცელდება პერიოდულად აქ ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს. საქმის დეტალებში ნუ შეგვიყვანთ, ეს ნამდვილად დაგაბნევთ.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების მართვიდან ჩამოშორება გასულ კვირას სპეციალური წერილით მოითხოვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2291656784452649/?t=32

banner
წინა სტატიაშიგვაშფოთებს ის მომენტი, რომ პროკურატურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიასაქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, – მამუკა ხაზარაძე