საქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, – მამუკა ხაზარაძე

„საქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს,“ – ეს განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხარაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას გააკეთა.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე საკმაოდ დიდი თანხების მოზიდვა იგეგმება.

ხაზარაძე თიბისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროულ გარკვევას ითხოვს.

„ბევრი რამ მოვისმინეთ, ბევრი სპეკულაცია ამ თემებთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს ვეფარებით… მე გითხარით იმის შესაძლებლობა, როცა უკვე მაისსა და ივნისში უნდა მივიღოთ ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო, მსოფლიოს 6 წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის, ორი სახელმწიფო ბანკია – გერმანიის და ჰოლანდიის, ევრობანკი, ოპიკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების, ინვესტიციის ბანკი, 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი ფაზის დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთი წამიც არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან და ახლაც ისე იგეგმება, 2020-ში პირველი გემის მიღება, რა თქმა უნდა, თუ ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. ამიტომ, მე ვთხოვ ყველას, იმიტომ, რომ საქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს და ყველა დაინტერესებულ მხარეს იმიტომ მოვუწოდეთ და პარლამენტიც იმიტომ ვახსენეთ, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები და ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, რათა ყველამ ერთად ვაკეთოთ ჩვენი პირდაპირი საქმე – ბიზნესის კეთება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა, თიბისი ბანკში წერილი გააგზავნა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს პოსტის დატოვებისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქმე ეხება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავრ პროკურატურაში მიმდინარეობს.

15 თებერვალს თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

 

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2291656784452649/?t=32

banner
წინა სტატიაში“ამოგლეჯილ პასაჟებს, რომელიც ვრცელდება პერიოდულად, აქ ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს” – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ზუგდიდში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს