„ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც გოგოჭურმა და რაზმაძემ ბინიდან გადმოყარეს“ – ნათია მეზვრიშვილი

პრეზიდენტის სიძისა და მასთან თანმხლები პირის დაკავება – საქმეზე დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. მეზვრიშვილის თქმით, გოგოჭურმა და მასთან თანმხლებმა პირმა საცხოვრებელი სახლიდან სავარუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები გადმოყარეს:

“ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს დანაშაულისთვის ძებნილი პირი, მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გახლავთ დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა, როგორც ჩემთვის ცნობილია. დაწყებულია ამ ფაქტზე გამოძიება, ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც ამ პირებმა ამ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს, დანიშნულია ექსპერტიზები და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის დაკავება, რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება”
შემდეგი სტატია„ყველას მოვუწოდებ, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“ – სალომე ზურაბიშვილი