“მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის დაკავება, რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება”

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის, გიორგი რაზმაძის დაკავება, წარსულში რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება მიმდინარე წელს ჩადენილ ორ დანაშაულს. ერთ შემთხვევაში გიორგი რაზმაძეს ბრალი ადამიანის დაჭრაში ედება, მეორე შემთხვევაში კი – პირის ცემაში.

სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც გოგოჭური და რაზმაძე დააკავეს, წუხელ ჩატარდა. აღნიშნული ბინა გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა. ბინიდან ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჯილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სპეცრაზმის გამოჩენისას ბინის აივნიდან გადაყარეს.

banner
წინა სტატიაში„ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% ქართული წარმოშობისაა“ – შესაძლებელია თუ არა დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანა
შემდეგი სტატია„ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც გოგოჭურმა და რაზმაძემ ბინიდან გადმოყარეს“ – ნათია მეზვრიშვილი