ამირან სალუქვაძე: ზედმეტი აჟიტირებით კრიმინალის პოპულარიზაცია უფრო ხდება

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე „ Numbeo“ რეიტინგზესაუბრობს, სადაც უსაფრთხო ქვეყნების რიგში საქართველო დაწინაურდა და მე-6 ადგილზეა 118 ქვეყანას შორის. სალუქვაძე ასევე ამბობს, რომ „მე არ ვთვლი, რომ ის რეალობა, რისი შექმნაც ხდება დავუშვათ მედიის საშუალებით, ყველა საინფორმაციო კრიმინალით იწყება, წვრილმანი ჯიხურის გაქურდვიდან დაწყებული დამთავრებული სერიოზული შემთხვევებით, მძიმე დანაშაულებით, მომგებიანი იყოს ზოგადად საზოგადოებისთვის“.

“საერთოდ ნებისმიერი რეიტინგი რაღაც კრიტერიუმებით დგება და ყველა რეიტინგი მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენ ისე ვართ პოლიტიზირებული და ისე ვიყენებთ ყველაფერს პოლიტიკური ინტერესებისთვის, რომ გვირჩევნია სხვა ფონი შევქმნათ, ვიდრე ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ უფრო უსაფრთხო იქ ყოს ქვეყანა და აღქმა იყოს უფრო უსაფრთხოების, ჩვენთან პირიქით ხდება, დათრგუნვა მოსახლეობის და ზედმეტად, გადაჭარბებულად ხდება კრიმინალის გაშუქება. ხდება ზედმეტად პოლიტიზირება თემის და იქმნება ისეთი განცდა, რომ პოლიცია უსუსურია კრიმინალის წინააღმდეგ, რაც ახალისებს კრიმინალს. ამ მიმართულებით რა თქმა უნდა სამუშაო არის, მაგრამ მთელი საზოგადოების პრობლემა უნდა იყოს ეს და მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურები ვერაფერს გახდებიან. ის, რომ მსგავს რეიტინგებში ასეთ მაღალ საფეხურს იკავებს სახელმწიფო, ეს არ არის შემთხვევით, ამ რეიტინგებს მოყვება ალბათ მეთოდიკა და განმარტებები, თუ რის საფუძველზე იქნა შედგენილი და უნდა გახდეს ეს მსჯელობის საგანი. მე არ ვთვლი, რომ ის რეალობა, რისი შექმნაც ხდება დავუშვათ მედიის საშუალებით, ყველა საინფორმაციო კრიმინალით იწყება, წვრილმანი ჯიხურის გაქურდვიდან დაწყებული დამთავრებული სერიოზული შემთხვევებით, მძიმე დანაშაულებით, მომგებიანი იყოს ზოგადად საზოგადოებისთვის. ჩვენ ხომ თვალს ვადევნებთ სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებებს და არსად არ ხდება ასე, კრიმინალის გაშუქება ხდება სადღაც გამოშვების ბოლოში, ისიც თუ რაიმე ძალიან მძიმე შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ჩვენთან ეს სიტუაცია გამოიყენება პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ვადევნებდით თვალს, როგორ შუქდებოდა წინა ხელისუფლების დროს, საერთოდ თითქმის არ შუქდებოდა, იყო სპეციალური გადაცემები პოლიციის შესახებ, სადაც პოლიციის პოპულარიზაცია ხდებოდა და ახლა პირიქით ხდება, უკუპროცესთან გვაქვს საქმე, არც ერთი გადაცემა არ არის არც ერთ მედიასაშუალებაში, სადაც სამართალდამცავი ორგანოების და უბრალოდ, ზოგადად, პოლიციელის პოპულარიზაცია ხდებოდეს. პირიქით, კრიმინალის პოპულარიზაცია უფრო ხდება ამ ზედმეტი აჟიტირებით. სტატისტიკა და რეიტინგები მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მოქმედებს ეს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ტურისტების მოზიდვაზე“ – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში რესტორანი ” სამეფო” გაქურდეს
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: როცა ყველა დანაშაული ფიქსირდება, რა თქმა უნდა, სტატისტიკა იმატებს