ზუგდიდში რესტორანი ” სამეფო” გაქურდეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, წუხელ გვიან ღამით რესტორანი ” სამეფო” გაქურდეს.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა 32 ათასი ლარი წაიღეს. ბოროტმოქმედები რესტორანში ფანჯრიდან შევიდნენ და სეიფში შენახული თანხა წაიღეს. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: ზედმეტი აჟიტირებით კრიმინალის პოპულარიზაცია უფრო ხდება