ამირან სალუქვაძე : ტერორიზმთან ეფექტიანად ბრძოლისთვის აუცილებელია კოორდინაცია და ისეთი ფუნდამენტური დოკუმენტები, როგორც სუს-ის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიაა

ტერორიზმთან ეფექტიანად ბრძოლისთვის აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაცია და ისეთი ფუნდამენტური დოკუმენტები, როგორც სუს-ის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიაა, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ სუს-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს.

მისი თქმით, ტერორიზმი ერთ-ერთი გამოწვევა და საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

„ჩვენი საზოგადოება ამ კუთხით საკმაოდ ფუფუნებაშია, უფლის წყალობით, ჩვენთან არაფერი მომხდარა და ამით ფასდება რა თქმა უნდა, სპეცსამსახურის საქმიანობა. მაგრამ იმისთვის, რომ მეტად ეფექტიანად მოქმედებდეს სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაცია და ამ კოორდინაციისთვის აუცილებელია ასეთი ფუნდამენტური, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება. ის სტრატეგია, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოგვიდგინა, ზუსტად არის ეს პირველი ნაბიჯი. ყოველთვის მივესალმები ასეთ საქმიანობას“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნო
შემდეგი სტატიავაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება