სუს-მა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 26, 2018 11:20

სუს-მა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

„სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ხაზს უსვამს, როგორც სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მოქმედებების, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას“, – აცხადებენ სუს-ში.

უწყების ცნობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყებაა წარმოდგენილი. საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში გააჩნია მართვისა და კოორდინაციის ფუნქციები, შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქცია დაეკისრა სამსახურის ადმინისტრაციას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, სტრატეგიის პროექტის მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 26, 2018 11:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,325
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics