ამირან სალუქვაძე: პრაიდიც და ანტიპრაიდიც გამიზნულია არეულობის შესაქმნელა

რამდენიც უნდა ილაპარაკოთ, როგორადაც უნდა გაამართლოთ, რანაირი სოლიდარობაც უნდა გამოუცხადოთ, როგორც უნდა იკატუნოთ თავი, რა გამართლებაც უნდა მისცეთ, რა შირმაც უნდა მოიგონოთ, კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, გაგიმეორებთ:

1. პრაიდის ჩატარება ამ ფონზე არის საზოგადოების გამოწვევა;

2. ჩატარების ასეთი ფორმა, როცა წინასწარ, 1-2 თვით ადრე იწყება აჟიოტაჟის შექმნა, ხან პრაიდის, ხან პარადის ჩატარებაზე, არის საზოგადოების გამოწვევა;

3. ერთი თვის წინ დაგიწერეთ, რომ მინიმუმ რუსეთის წისქვილზეა წყალის დასხმა (დასავლეთი ქართველობას გვართმევს), ან მათივე სცენარია. ახლა რომ გაგეხსნათ და ბრძნულ განცხადებებს ავრცელებთ ერთი სცენარიაო, ერთი კვირაა მაგას ვწერ. თქვენც სცენარის ნაწილი ხართ;

4. პრაიდიც და ანტიპრაიდიც, შიდა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება;

5. პრაიდიც და ანტიპრაიდიც გამიზნულია არეულობის შესაქმნელა;

6. პრაიდიც და ანტიპრაიდიც გამიზნულია საქართველოსთვის სანქციების დაწესებას. ეს რუსეთს რომ აწყობს, მესმის, მაგრამ აქაურ პოლიტსპექტრს რომ გაწყობთ, ესაა სამარცხვინო და ვერ მართლდება;

7. საქართველოში გამოხატვის და თავისუფლების პრობლემა არ დგას. ჩვენთან მორალის, ეთიკის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პატრიოტიზმის, ერთსულოვნების, საფრთხეების გააზრების, სამშობლოს სიყვარულის უნარის პრობლემაა.

 

ამირან სალუქვაძე

 

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებულ თ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია, რომელსაც კუჭიდან გადაყლაპული მეტალის საგნები ამოუღეს
შემდეგი სტატიაყველას ახსოვდეს ქრისტეს სიტყვა მოსეს სჯულის მიხედვით ჩასაქოლად განწირული მეძავი ქალის წინააღმდეგ ამხედრებული ბრბოსადმი: ვინც უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა!