ამირან გამყრელიძე : ვფიქრობ, შეზღუდვები იძლევა ეფექტს, პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, საახალწლოდ შესაძლოა, სერიოზულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა

admin
ავტ.: admin დეკემბერი 10, 2020 12:19

ამირან გამყრელიძე : ვფიქრობ, შეზღუდვები იძლევა ეფექტს, პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, საახალწლოდ შესაძლოა, სერიოზულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში მოქმედი შემზღუდველი ღონისძიებები უკვე იძლევა შედეგს იმ თვალსაზრისით, რომ შეიმჩნევა შემთხვევების რაოდენობის მცირე სტაბილიზაცია, რაც ასევე მცირე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, ამრიან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა შემზღუდველი ღონისძიებების ფარგლებში დაწესებული რეკომენდაციების შესრულებაზე.

მისი თქმით, კარგია, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 10 პროცენტით გაიზარდა და 65 პროცენტი შეადგინა. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, ეს მაჩვენებელი 95 პროცენტამდე თუ გაიზრდება, შესაძლებელია, საახალწლოდ ვითარება მნიშვნელოვნად დატაბილურდეს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ, ექიმები, ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მე ვფიქრობ, შემზღუდველი ღონისძიებები უკვე მოქმედებს. ანუ, უკვე იძლევა ეფექტს იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანს შემთხვევების რაოდენობის ოდნავ სტაბილიზაციაში, ტესტირების ზრდის მიუხედავად. ასევე, ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი, ამან უნდა მოგვცეს არა დიდი, ოდნავი ოპტიმიზმი, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც შემზღუდველი ღონისძიებების ფარგლებშია დაწესებული, პირველ რიგში კარგია, რომ 55-დან 65- პროცენტამდე გავზარდეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს 95 პროცენტი. 95 პროცენტი თუ გვექნება, მაშინ, პირობას გაძლევთ, საახალწლოდ შეიძლება, სერიოზულად დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა, მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, რომ პირბადის ტარება არის ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიება – თუ ვართ ინფიცირებული, სხვას არ გადავდებთ, ან თუ სხვა არის ინფიცირიებული, შენ არ გადმოგედება ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

admin
ავტ.: admin დეკემბერი 10, 2020 12:19

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics