„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

აუდიენციის გადადების მიზეზი უცნობია, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ადასტურებენ, რომ შეხვედრა დღეს აღარ შედგება.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს იყო დაანონსებული, რასთან დაკავშირებითაც განცხადება გუშინ თავად ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტი შესთავაზა. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მეხუთე რაუნდი ფასილიტატორების ჩართულობით სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : ვფიქრობ, შეზღუდვები იძლევა ეფექტს, პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, საახალწლოდ შესაძლოა, სერიოზულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : მიუხედავად ტესტირების ორჯერ გაფართოებისა, ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, ვირუსი შეკავებულია