“დღე არ გადის, სამღვდელოებამ რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ” – იღუმენი ნაზარი

მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, იღუმენი ნაზარი (ბასილაია) სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რა გვიქნა გაზულუქებამ, დაუმსახურებელმა პატივმა და დიდებამ.

ეკლესიის გაჯანსაღების დასაწყებად, ყველაფერი კეთდება. მალე,ჩვენივე დიდი მონდომებით:

1-მღვდლობა არ იქნება პატივი.

2- შეგვიწყდება დაფინანსება.

3 – მღვდელი არ ისარგებლებს სახელმწიფო სამსახურებთან და არცერთ სტრუქტურაში უპირატესობით.

ძალაუფლების, ფინანსების და გავლენების შემცირების შემდეგ, ეკლესიაში დარჩებიან ერთუზიაზმით და ქრისტეს დიდი სიყვარულით მოსული ადამიანები.

დღე არ გავა, სამღვდელოებამ, რამე სიშტერე არ გამოავლინოს საჯაროდ. შემდეგ მიდის “გაპრავების” უსუსური კამპანია სლოგანებით “ეკლესიას ებრძვიან”!

ვინ გვებრძვის? ჩვენვე ვებრძვით საკუთარ თავს….

გაუნათლებლობა, გაუმაძღრობა, განლაღება…

სასაცილო დღეში ვართ.

გავიხსენოთ მე-20-ე საუკუნის დასაწყისი. მაშინ გვყავდა წმინდა მოღვაწეები, რატომ? სწორედ მაშინ იყო დევნა!!!

ეხლა იმდენად “ღრმა ქრიატიანები” აღმოვჩნდით თითოეულ სიუჟეტზე, (რომელიც არ მოგვწონს)აჟიოტაჟს ვიწყებთ, ეს რა გავაკადრესო….

ქრისტე დაგვავიწყდა…

დაგვავიწყდა რომ ქრისტიანობა დევნულთა რელიგიაა…

ჩვენ, ჩვენი რწმენისთვის,უპირატესობას ვითხოვთ საზოგადოებაში და ჩვენივე უსურობის გადასაფარად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას ვებღაუჭებით!!!

ქვეყანა ყოვლადწმიდა ქალწულს ჩავაბარეთ ჩავაბარეთ, ერი – ხან ერთ ხან მეორე ბელადს…

საკუთარი პასუხისმგებლობა კი სინდისთან ერთად მტკვარს გავატანეთ…”

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 453 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : ვფიქრობ, შეზღუდვები იძლევა ეფექტს, პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, საახალწლოდ შესაძლოა, სერიოზულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა