ამირან გამყრელიძე: მთავარი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, რომ მთავარი სლოგანი ეს გახლავთ – „დარჩი სახლში“

„მადლობას მოგახსენებთ იმ განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართ, ჯანდაცვის სფეროს და ზოგადად ექიმების მიმართ იჩენთ, რადგან ჩვენ ყველა დღეს წინა ხაზზე ვართ. და ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მიჰყვება ჩვენს რეკომენდაციებს მოსახლეობა. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მთავარი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, რომ მთავარი სლოგანი ეს გახლავთ – „დარჩი სახლში“ და მთავარი გახლავთ ის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად და დაიცვათ ყველა ის კანონი, საგანგებო მდგომარეობის შესახებ განსაზღვრული მითითებები და რეკომენდაციები და მაქსიმალურად ვიყოთ ამ ორი კვირის განმავლობაში, ვნების კვირასა და დიდი შვიდეულის კვირაში საზოგადოებრივად ნაკლებად აქტიური. ყველას ვთხოვ, რომ იყოს ნაკლები შეკრება ოჯახებში, ნაკლები გასვლა სასაფლაოებზე, ნაკლები ყოფნა ეკლესიაში და მოხდეს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც მუდმივად ჟღერდება და დღეს, ხვალ ზეგ, მაზეგ და ა.შ. კიდევ უფრო ხშირად გაჟღერდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ, წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – განმეორებით დაინფიცირება იშვიათია, თუმცა ამის შემთხვევები არის, ამიტომ ავირჩიეთ ჩინეთის მაგალითი და გამოჯანმრთელებულები ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადიან